29 ოქტომბრიდან საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თაოსნობით ორგანიზებული უნივერსიადას თასის შეჯიბრი განახლდა, სადაც კსუ-ს ფუტსალის გუნდი, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის ფუტსალის ფეხბურთელებს დაუპირისპირდა.
თასისათვის ბრძოლის პირველივე შეხვედრას კსუ-ს ფეხბურთელებმა თავი შესანიშნავად გაართვეს, რაც მთელი თამაშის მიმდინარეობისას ბურთის ფლობისა თუ მეტოქის კარში გატანილი გოლების რაოდენობაზეც პირდაპირპროპორციულად აისახა.
20-20 წუთიანი ორივე ტაიმი, კსუ-ს საგრძნობი უპირატესობით წარიმართა და საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდის კარში 18 გოლი გავიდა.
მეტოქემ კსუ-ს ნაკრებისთვის, მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო. მსაჯმა საბოლოო ანგარიში 18:1, კსუ-ს სასარგებლოდ დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ კსუ-ს ფუტსალის გუნდი უახლოეს თამაშს მომავალ კვირაში გამართავს, განრიგისა და სხვა დამატებითი დეტალების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება