საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თაოსნობით ორგანიზებული უნივერსიადას თასის შეჯიბრის მორიგ შეხვედრაში, კსუ-ს ფუტსალის გუნდი, ევროპის უნივერსიტეტის ფუტსალის ფეხბურთელებს დაუპირისპირდა. თასისათვის ბრძოლაში პირველ ეტაპზე 32 უნივერსიტეტის გუნდი ჩერთო, რომლებიც 8 ჯგუფში არიან გადანაწილებულები.
თასისთვის ბრძლის მეორე შეხვედრას კსუ-ს ფეხბურთელებმა თავი წარმატებით გაართვეს, და მეტოქის კარში 6 გოლიც გაიტანეს. 20-20 წუთიანი ორივე ტაიმი, კსუ-ს საგრძნობი უპირატესობით წარიმართა, მეტოქემ კსუ-ს ნაკრებისთვის, მხოლოდ ორი გოლის გატანა შეძლო და მსაჯმა საბოლოო ანგარიში 6:2- კსუ-ს სასარგებლოდ დააფიქსირა.
ამ გამარჯვებით, უკვე ცნობილია, რომ კსუ-ს ფუტსალის გუნდი უნივერსიადას თასის შეჯიბრში ბრძოლას უკვე მერვედფინალში გააგრძელებს, სადაც 8 ჯგუფში გადანაწილებული გუნდებიდან საუკეთესო 16 მოხვდება. შეგახსენებთ, რომ კსუ-ს გარდა მერვედფინალში გასული გუნდების საბოლოო სია, 15 ნოემბრამდე დაზუსტდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება