საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებული უნივერსიადას თასის მერვედფინალურ მატჩში, კსუ-ს ფუტსალის გუნდი (მწვრთნელები ლევან კობაიძე და შოთა ჭანუკვაძე), შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუტსალის ფეხბურთელებს დაუპირისპირდა.
თასისთვის ბრძოლის მერვედფინალურ შეხვედრას, კსუ-ს ფეხბურთელებმა თავი წარმატებით გაართვეს და მეტოქის კარში შვიდი გოლი გაიტანეს. მატჩი კსუ-ს საგრძნობი უპირატესობით წარიმართა. შვიდი გოლის საპასუხოდ, მეტოქემ მხოლოდ ორი გოლის გატანა შეძლო და საბოლოო ანგარიშიც კსუ-ს სასარგებლოდ 7-2 დაფიქსირდა.
ამ გამარჯვებით, კსუ-ს ფუტსალის გუნდი უნივერსიადას თასისთვის ბრძოლას მეოთხედფინალში გააგრძელებს, სადაც ტურნირის 8 საუკეთესო გუნდი ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ თასისთვის ბრძოლაში პირველ ეტაპზე 32 უნივერსიტეტის გუნდი ჩაერთო.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება