კსუ-ს ფრენბურთის გუნდი საქართველოს ჩემპიონის ტიტულისათვის ბრძოლას აგრძელებს საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის თაოსნობით, 29 ნოემბრიდან - 3 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს 2018/2019 წლის ვაჟთა ფრენბურთის 28-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის, პირველი წრის თამაშები გაიმართა.
აღნიშნულ ჩემპიონატში თამაშის უფლება, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებით დაკომპლექტებულმა გუნდმა, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში მოიპოვა. ხუთი სათამაშო ტურის მონაცემით, უნივერსიტეტის გუნდმა სამ თამაშში გამარჯვება მოიპოვა, საბოლოოდ კი უმაღლესი ლიგის პირველ წრეში მესამე ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა, უმაღლესი ლიგის მეორე, მესამე და მეოთხე წრეში გაგრძელდება. ჩემპიონატის ფარგლებში, თამაშების განრიგის შესახებ დამატებითი ინფორმაცია, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება