19 ნოემბერს კსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა შიდა ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში. (შეჯიბრი ჩატარდა ოლიმპიური სისტემით).
ტურნირში უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის 80-მდე სტუდენტი ჩაერთო. ვაჟებს შორის გამარჯვება რომან ძნელაძემ მოიპოვა. მეორე და მესამე ადგილები კი ასე გადანაწილდა : I- გიგი ქებაძე, II- გიორგი სიხარულიძე.
გოგონებს შორის თამუნა ჩაჩხიანმა იმარჯვა და პირველი ადგილი მოიპოვა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, ულოცავს ყველა გამარჯვებულს მიღწეულ წარმატებას და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებში სტუდენტებს აქტიურობისაკენ მოუწოდებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება