15 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის, განათლების კომიტეტის ორგანიზებით - ლიტერატურული საღამო ,,ცოტა რამ ლიტერატურაზე" გაიმართა. ღონისძიებას სამი მოდერატორი გაუძღვა, (მარიტა შეშელიძე, მარიამ თოდუა და ბაკურ ხუბულავა) რომლებმაც ოსკარ შმიტის, ჯერომ სელენჯერისა და ერიხ მარია რემარკის ლიტერატურულ ნაწარმოებზე ისაუბრეს. განიხილეს თითოეული მწერლის ცხოვრება და მოღვაწეობა, წერის სტილი და მათი ნაშრომეების გავლენა მსოფლიო ლიტერატურაზე. მიმოხილვის შემდეგ ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმით განახლდა, ხოლო დასასრულს, განხილული საკითხების ირგვლივ სახალისო ვიქტორინა ჩატარდა. ვიქტორინის სწორი პასუხის ავტორებს გადაეცათ წიგნები. გაცნობებთ, რომ განათლების კომიტეტის ორგანიზებით, კსუ-ში ლიტერატურული საღამოები უახლოეს მომავალშიც გაიმართება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება