კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობებში რექტორის მრჩევლის - დარისპან პრაშერის ინიციატივით, “Club 22-ში“ სხვადასხვა კურსის 85-მდე ინდოელი სტუდენტისათვის, კულტურული ხასიათის ღონისძიება - “Fresher party” - ჩატარდა.
ამ ტიპის შეკრება საერთაშორისო მასშტაბით გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს, რომლის დროსაც, სტუდენტები არაფორმალურ გარემოში იკრიბებიან, უფროსსემესტრელები - პირველკურსელებს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ და ერთმანეთს მუსიკალურ თუ საცეკვაო ნომრებს უჩვენებენ.
შემოდგომა-ზამთრის სემესტრის მიწურულს, 22 დეკემბერს გამართული ღონისძიებაც, ამ ფორმატით ჩატარდა. “Fresher party”-ს ორგანიზატორმა - დარისპან პრაშერმა, ღონისძიების თითოეულ მონაწილეს, გამოსვლა და დამსწრე აუდიტორიის წინაშე თავის წარსდგენა სთხოვა. ოფიციალური ნაწილის შემდგომ, სტუდენტებმა საკუთარი ნიჭი და ტალანტი - მუსიკალური და საცეკვაო ნომრებით, ჟიურის წინაშე გამოავლინეს.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში, საპატიო ჟიურიმ (მერიკო კარტოზია - Post tv-ის ჟურნალისტი, ზურაბ კაჭკაჭიშვილი - საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (რეზიდენციით ქ. ნიუ დელიში) და ხათუნა მზექალაშვილი - მეტაფიზიკოსი/spiritual Teacher, life coach, არტ თერაპევტი) „მისტერ“ და „მის“ პირველკურსელი - (Fresher) გამოავლინა.
ღონისძიებაზე მაღალი აკადემიური მოსწრების საფუძველზე Ms / Mr Talant ნომინაციის გამარჯვებულებიც გამოავლინეს.
შეგახსენებთ, რომ ღონისძიება სხვადასხვაკურსის ინდოელი სტუდენტების გაცნობას, დაახლოვებასა და ქვეყანაში მათ გამარტივებულ ადაპტაციას ისახავდა მიზნად. კულტურული ხასიათის ღონისძიება, კსუ-ს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება