კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, საბილიარდო ,,რიოში", 22 დეკემბერს, გოგონებსა და ვაჟებში ბილიარდის ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა კსუ-ს 50-მდე სტუდენტმა მიიღო.
მათგან ვაჟების კატეგორიის საუკეთესო სამეული შემდეგნაირად დაკომპლექტდა: პირველი ადგილი: ერეკლე ხიტალიშვილი მეორე ადგილი: გიგი ხიტალიშვილი მესამე ადგილი : მუსტაფა ელსირსავი რაც შეეხება გოგონებს შორის გამარჯვებულებს, პირველი ადგილი - თამარ ლაბუჩიძემ, მეორე ადგილი ანი ბატონისაშვილმა და მესამე ადგილი - ანა ლოთიშვილმა მოიპოვეს.
ჩემპიონატის პირველი სამი საპრიზო ადგილის გამარჯვებულები მედლებით დაჯილდოვდნენ, რაც შეეხება გოგონებსა და ვაჟებს შორის პირველ ადგილზე გასულ სტუდენტებს, მათ ფულადი პრიზი გადაეცემათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება