6 დეკემბერს, კსუ-ს კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიის ინიციატივით ჩატარდა პირველი საკონსულტაციო შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა საქართველოს ეროვნული უშიშროების საკითხებში არსებული ნორმატიული დოკუმენტების ანალიზს. მეცნიერებმა და ექსპერტებმა წარმოადგინეს შენიშვნები და კრიტიკული წინადადებები. შეხვედრაზე, ხაზი გაესვა ამ დოკუმენტების სამეცნიერო ექსპერტიზის აუცილებლობას და წარიმართა მსჯელობა ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის კანონის შესაბამისობაში, უნივერსიტეტების განსაკუთრებულ როლსა და ჩართულობაზე.
მონაწილეებმა გაამახვილეს ყურადღება სხვა უნივერსიტეტებთან ამ მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების თაობაზეც. განსაკუთრებული აქცენტები დაისვა რისკების, გამოწვევებისა და საფრთხეების დადგენაზე. ამ მიზნით, დაიგეგმა შეხვედრების ციკლის ორგანიზება და უშიშროების და თავდაცვის პოლიტიკის პერმანენტული მონიტორინგი.
შემუშვებული რეკომენდაციები გადაეცემა პრემიერ-მინისტრის აპარატს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება