8 თებერვალს, ქალაქ რუსთავში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორობით, გაიმართა კონფერენცია თემაზე: „ახალგაზრდები და გლობალური შესაძლებლობები“.
კონფერენციის მიზანი გახლდათ ახალგაზრდებში ლიდერული უნარების გაღრმავება და საერთაშორისო განათლებასთან დაკავშირებული ახალი შესაძლებლობების შექმნა.
ღონისძიებაზე აუდიტორიას სხვადასხვა საპატიო სტუმართან ერთად სიტყვით მიმართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის მრჩეველმა მეცნიერებისა და ინოვაციების საკითხებში, ზვიად გაბისონიამ.
კონფერენციაზე, მომხსენებლებმა ისაუბრეს მსოფლიოში არსებულ გლობალურ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე. ასევე, ყურადღება გაამახვილეს საერთაშორისო განათლების მნიშვნელობაზე და ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ლიდერობისა და თვითგანვითარების შესახებ.
ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო ვორქშოფს, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დასმულ კითხვებზე აქტიურობისას მიეღოთ საერთაშორისო პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა.
ღონისძიებაზე გამოვლინდა რამდენიმე გამარჯვებული, რომლებსაც პარტნიორი ორგანიზაციებიდან გადაეცათ საჩუქარი.
ღონისძიება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერითა და ქ. რუსთავის მერიასთან პარტნიორობით გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება