კსუ-ს კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიაში, თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ორგანიზებით (ხელმ. ალექსანდრე რუსეცკი), ისრაელის დავით იელინის სახელობის განათლების აკადემიური კოლეჯის დელეგაციის მიღება გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა ისრაელსა და საქართველოს შორის განათლების ინოვაციურ ტექნოლოგიებში თანამშრომლობა მიმოიხილეს. სტუმართა დელეგაციის ხელმძღვანელმა რუტ ბარ სინაიმ, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, კსუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს. აღსანიშნავია, რომ უახლოეს პერიოდში იგეგმება კსუ-ს სტუდენტების ვიზიტი ისრაელში, სადაც ისინი თავიანთი პროფილის მიხედვით გაიღრმავებენ ცოდნას და აქტიურად იმუშავებენ სხვადასხვა ინოვაციურ პროექტებზე.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება