კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული (CIU) ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-11 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება დასწრებული ფორმატით.
მისამართი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ჩარგლის ქ. 73
მონაწილეობისთვის დარეგისტრირდით მითითებულ ბმულზე - https://forms.gle/ZtoYEgr6RM4fRatY6
საქართველო, თბილისი, 10.06.2023 წელი
მნიშვნელოვანი თარიღები:
♦ 23.04.2023 - კონფერენციაზე დარეგისტრირების ბოლო ვადა;
♦ 14.05.2023 - აპლიკანტები მიიღებენ შეტყობინებას კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ;
♦ 10.06.2023 -კონფერენციის გახსნა.
სექციები:
სამუშაო ენები:
მოთხოვნები:
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს; ასევე, კონფერენციის მუშაობაში ჩაერთვებიან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოწაფეები. აღნიშნული კოლაბორაცია დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებში მეცნიერების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად;
მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე. საგანგებო ველებში მითითებული მოთხოვნების გათვალისწინება სავალდებულოა, სხვა შემთხვევაში, სისტემა მონაცემებს არ დააფიქსირებს. სტუდენტი პასუხისმგებელია მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტეზე;
სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია, არ დაუშვას არასრული დოკუმენტაციის მქონე აპლიკანტი ან გაუმართავად თარგმნილი თეზისის ავტორი; კონფერენციაში მონაწილეობაზე დასტური ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნება განმცხადებელს. კონფერენციაზე დაშვებული თეზისების ავტორი, დადასტურების შემდეგ, გამოაგზავნის ნაშრომის სრულ ტექსტს;
კონფერენციაზე დასაშვებია ინდივიდუალური ან ორი თანაავტორის მიერ წარმოდგენილი ნაშრომები. ერთი სტუდენტის მიერ წარმოდგენილი ერთზე მეტი ნაშრომი, ასევე გუნდური ნამუშევრები (სამი და მეტი ავტორის მონაწილეობით) არ განიხილება;
თეზისები წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი პარამეტრების დაცვით:
თეზისების სიმბოლოების რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 700 და არაუმეტეს 1000 სიმბოლოსა;
შრიფტი: ქართული და ინგლისური ვერსიისთვის - Sylfaen;
ზომა: სათაურები (თემის სახელწოდება, მონაწილის სახელი/გვარი, სასწავლო დაწესებულების დასახელება და სწავლების საფეხური (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), ხელმძღვანელის სახელი/გვარი, სამეცნიერო ხარისხი დარგის მითითებით, აკადემიური წოდება) - 14 Bold; ძირითადი ტექსტი - 12; ინტერვალი - 1,5; გვერდის საზღვრები - 2,5 ყველა მხრიდან.
ინფორმაცია მონაწილეთათვის:
კონფერენციის მონაწილეთა ნაშრომების თეზისები გამოიცემა ელექტრონულად, ხოლო შეხვედრის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი; ასევე, სერტიფიკატებით დაჯილოვდებიან სკოლებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პედაგოგები;
მონაწილეს ნაშრომის პრეზენტაციისთვის მიეცემა 10 წუთი, დებატებისთვის - 5 წუთი;
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: conference@ciu.edu.ge
საორგანიზაციო კომიტეტი:
ნინო მინდიაშვილი - ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, CIU-ს დოქტორანტურის სამსახურის უფროსი, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე;
თამთა წირქვაძე - სამართლის დოქტორანტი, ასისტენტი, CIU-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე;
ნათია ბუთხუზი - CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის უცხოელ სტუდენტთა კოორდინატორი;
ლაშა ბოდავაველი - CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის კოორდინატორი;
ოლანი გოცირიძე - ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი, CIU-ს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო დასამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი;
ალიკა გუჩუა - პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი;
მამუკა თორია - ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, CIU-ს საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი;
შენგელი კიკილაშვილი - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი აგრონომიაში, ასისტენტ პროფესორი, CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომელი;
მაია კაპანაძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი;
თეა ლაზარაშვილი - ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, CIU-ს ფინანსების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი;
ლალი მიქელაძე - ბიზნესის ადმინისტრირების აკადემიური დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, CIU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი;
ბექა მანაგაძე - CIU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სპეციალისტი, CIU-ს პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი;
ნანა პარინოსი - თსუ-ს ამერიკისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი, CIU-ს მოწვეული პროფესორი, CIU-ს აშშ-სა და კანადის შესწავლის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, CIU-ს რექტორის თანაშემწე;
მარინე უგულავა - CIU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი, სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორი, CIU-ს პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი;
ბექა ქანთარია - სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;
ქეთევან შოშიაშვილი - CIU-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის სტუდენტთა სამეცნიერო ინიციატივების კოორდინატორი, ისტორიის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;
ვახტანგ წივწივაძე - CIU-ს კანცლერი;
ვახტანგ წივწივაძე - CIU-ს რექტორის მოადგილე;
ანუკი წივწივაძე - CIU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი;
მედეა წივწივაძე - CIU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
ლელა წიტაიშვილი - მედიცინის დოქტორი, CIU-ს სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი;
მაია ხელაია - CIU-ს უცხო ენების ცენტრის ხელმძღვანელი;
მარიამ ნებიერიძე - ფილოლოგიის დოქტორი.
სამეცნიერო საბჭო:
სესილი გოგიბერიძე - ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, CIU-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი, კონფერენციის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე;
მარინა გედევანიშვილი - ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, CIU-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
ნანა ამირანაშვილი - ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, CIU-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
ოლანი გოცირიძე - ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი, CIU-ს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი;
მაგდა თორთლაძე - მედიცინის აკადემიური დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანი;
თამარ კიკნაძე - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, CIU-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი;
კახაბერ კორძაია - მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, CIU-ს პროფესორი, CIU-ს რექტორი;
მაია კაპანაძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი;
ვახტანგ მაისაია - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, CIU-ს პროფესორი, CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი;
გიორგი აბაშიშვილი - ბიზნესის ადმინისტრირების აკადემიური დოქტორი, CIU-ს პროფესორი, CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი;
გიორგი ხატიძე - სამართლის დოქტორი, CIU-ს პროფესორი, CIU-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანი;
მაია კაპანაძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი;
გია მეფარიშვილი - სამართლის აკადემიური დოქტორი, CIU-ს სამართლის ფაკულტეტის პროფესორი;
როინ მიგრიაული - სამართლის აკადემიური დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი;
ნინო მინდიაშვილი - ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, CIU-ს დოქტორანტურის სამსახურის უფროსი, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე;
ია კობ ოფირი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი, ქართულ-ებრაული კონგრესის გენერალური მენეჯერი;
მარჟენა ჟაკოვსკა - ვარშავის ომის მეცნიერებათა უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი;
სოფიო ცინცაძე - CIU-ს ასისტენტ პროფესორი;
მინდია უგრეხელიძე - აკადემიკოსი, CIU-ს პროფესორი, CIU-ს სამართლის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი;
ბექა ქანთარია - სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;
შორენა ქურდაძე - ბიზნესის ადმინისტრირების აკადემიური დოქტორი, CIU-ს ასისტენტ-პროფესორი, CIU-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის სამეცნიერო პროექტების კოორდინატორი;
ქეთევან შოშიაშვილი - CIU-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის სტუდენტთა სამეცნიერო ინიციატივების კოორდინატორი, ისტორიის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;
ზაზა ცოტნიაშვილი - სოციალურ მეცნიერებათ დოქტორი ჟურნალისტიკის მიმართულებით, CIU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, CIU-ს მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, CIU-ს პროფესორი;
ნინო ჭალაგანიძე - ჟურნალისტიკის აკადემიური დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი, კანცლერის მრჩეველი, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმარულების ასოცირებული პროფესორი;
თინათინ ერქვანია - სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით, CIU-ს სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება