სტუდენტებს უფლება აქვთ ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის აქტიური სტატუსით დასრულების შემდეგ შეიცვალონ საგანმანათლებლო პროგრამა უნივერსიტეტის შიგნით (შიდა მობილობა).
შიდა მობილობა ხორციელდება წელიწადში ორჯერ სემესტრის დასრულების შემდეგ რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში. შიდა მობილობის ვადებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
რეგულირებად პროგრამებზე (მაგალითად, მედიცინის ერთსაფეხურიანი პროგრამა) უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით შესაძლებელია დადგინდეს შიდა მობილობის შეზღუდვა გარკვეული კრიტერიუმებით (მაგალითად, წინა სემესტრის სწავლის მაღალი შედეგები - GPA).