ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი კარიერული განვითარების სამსახური კურსდამთავრებულები ბიბლიოთეკა

    ნინო ჩუბინიძე

    შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) ვიცე-კანცლერი. პასუხისმგებელი CIU-ს სტრატეგიულ განვითარებაზე, ავტორიზაციისა და პროგრამული აკრედიტაციის საკითხებზე.

    ოთახი №415

    (+995 32) 2022 115; (+995 32) 2611 298. (შიდა -196)

    ელფოსტა: n.chubinidze@ciu.edu.ge

     

    პირადი მონაცემები:

    საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1965 წლის 10 სექტემბერს.

    ორი შვილი - ირინე კანდელაკი (1988) და თამარ კანდელაკი (1989) და ერთი შვილიშვილი - ნიკოლოზ მაჭავარიანი (2015).

    დიპლომი ფორტეპიანოს განხრით (7-წლიანი განათლება).

    მანქანის მართვის ლიცენზია 1983 წლიდან.

    კრიტიკულ სიტუაციებში სამედიცინო დახმარების სერტიფიკატი (1982).

    განათლება:

    დოქტორანტურა ეკონომიკაში, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის სადოქტორო პროგრამა, თბილისი, საქართველო. ეკონომიკაში დოქტორის ხარისხის დაცვის სავარაუდო თარიღი: 2018 წ.

    სადოქტორო ნაშრომის სათაური: შრომის ბაზრის მოთხოვნები და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვა.

    დიპლომი, განათლების მაგისტრი, საერთაშორისო განათლების პოლიტიკა, აშშ, მასაჩუსეტსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამჰერსტის საერთაშორისო განათლების სკოლის მაგისტრი, 2002-2004. აშშ, ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიანტი, 2002-2004.

    დიპლომი, ასპირანტურა ზოგად ფსიქოლოგიაში, დიპლომი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო, 1992.

    დიპლომი, ფილოსოფია და ფსიქოლოგია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო, 1988.

    სამუშაო გამოცდილება:

    აკადემიური და ინსტიტუციური განვითარების სპეციალისტი საქართველოს, ევროპისა და აშშ-ს არაკომერციულ დონორ ორგანიზაციებთან, სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სამთავრობო ორგანიზაციებთან და სტრუქტურებთან მუშაობის 25-წლიანი გამოცდილებით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან (სამინისტრო) მენეჯერული მუშაობის რვაწლიანი გამოცდილებით, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან პროექტების მართვის 20 წლიანი გამოცდილებით; სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების ფაკულტეტების, აკადემიური პროგრამების და ხარისხის მართვის საკითხებზე 20 წლიანი გამოცდილებით; ხარისხის უზრუნველყოფისა (QA) და პროგრამული აკრედიტაციის ექსპერტული და ანალიტიკური მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით.

    2004 წლიდან დღემდე ეჭირა შემდეგი მნიშვნელოვანი პოზიციები უმაღლესი განათლების ინსიტუციებში და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ სამთავრობო პროექტებში:

    განათლებისა და მეცნიერების ლიცენზირებისა და აკრედიტაციის დეპარტამენტის უფროსის (2004-2006), საქართველოს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დამფუძნებელი და პირველი დირექტორი (2006-2009), Chemonics International, USAID-ის კონტრაქტორი საქართველოში - განათლების მართვის პროექტის უმაღლესი განათლების მართვის სპეციალისტის (2010-2012), შპს კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკუტეტის დეკანის (2010), ამავე უნივერსიეტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის (2012-2014), სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის (აშშ კალიფორნია) მოწვეული ექსპერტი საქართველოს პროექტის შემუშავებაში (2012-2014); სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს აკადემიური ურთიერთობების დირექტორი (2014-2018) და ამჯამად, შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე კანცლერი - სტრატეგიულ განვითარებაზე, ავტორიზაციისა და პროგრამული აკრედიტაციის საკითხებზე. 2010 წლიდან დღემდე კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

    განათლების მართვაში 10 სახელმძღავენელოს გამოცემის რედაქტორი (2010-2012) „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრონული საგამომცემლო სერია - 10 წიგნი განათლების ადმინისტრირებაში (განათლების მართვის პროექტის USAID ფინანსირებით).

    გამოცემის რედაქტორი - ჯონ მაკკორმიკი, “ევროკავშირის პოლიტიკა” ISBN 978-9941-9470-2-5 (2016).

    ენები:

    ქართული (მშობლიური), ინგლისური და რუსული (შესანიშნავად).