Go to top icon
ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი კარიერული განვითარების სამსახური ბიბლიოთეკა

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტელემედიცინის ცენტრი გთავაზობთ გერიატრიული კონტინგენტის მხარდაჭერის პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ასაკოვანი პაციენტების და მათზე მზრუნველი პირების კოგნიტური დარღვევების შესახებ ონლაინ რეჟიმში კონსულტირებას.

    ასაკოვან პოპულაციაში საკმაოდ ხშირად გვხვდება კოგნიტური დარღვევები, რომლის სიხშირე ასაკის მატებასთან ერთად იზრდება.

    ნორმალურ კოგნიტურ დაბერებასა და დემენციას შორის გარდამავალ კლინიკურ მდგომარეობას წარმოადგენს მსუბუქი კოგნიტური დარღვევა, რომელიც ვლინდება მეხსიერების, მეტყველების, აზროვნების სირთულეებით, გუნება-განწყობის და ქცევის ცვლილებებით.

    მსუბუქ კოგნიტურ დარღვევას გააჩნია მაღალი რისკი გადაიზარდოს დემენციაში. ასევე შესაძლებელია დარჩეს სტაბილური ან უკუგანვითარდეს, ამიტომ ...

    მნიშვნელოვანია მსუბუქი კოგნიტური დარღვევის ადრეული დიაგნოსტიკა და მისი სავარაუდო გამომწვევი (განსაკუთრებით შექცევადი) მიზეზების დროულად და სწორად მართვა.

    კონსულტაცია მოიცავს პაციენტის კლინიკურ და ობიექტურ შეფასებას, თანმხლები პირის გამოკითხვას, რისკ-ფაქტორების გამოვლენას და რეკომენდაციების გაცემას.

    კონსულტაციისთვის მიმდინარეობს წინასწარ ჩაწერა.

     

    ტელ: 598 11 44 68

    ელ-ფოსტა: telemedicine@ciu.edu.ge

     

    სოფიო ცინცაძე, MD

    მოზრდილთა ნევროლოგი, ასისტენტ-პროფესორი

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტელემედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

    კონტაქტი

    ადრესატი

    ტელემედიცინის ცენტრი

    telemedicine@ciu.edu.ge

    თქვენი სახელი

    ელ-ფოსტა

    თემა

    შეტყობინება

    მეილი ვერ გაიგზავნა!
    მეილი წარმატებით გაიგზავნა.