ქართული კულტურის ქომაგი
15 ივნისს, ხონის მუნიციპალიტეტში ვიზიტისას, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ, მუნიციპალიტეტის მერთან, ლადო ჯურხაძესთან ერთად, საზეიმო ვითარებაში გახსნა პოეტისა და აკადემიკოსის ირაკლი აბაშიძის ქუჩის აბრა.
ვახტანგ წივწივაძის ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი აბრის გახსნას, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალთან ერთად, ხონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იმავე დღეს, ხონში, ვახტანგ წივწივაძე დაესწრო სოციალ-დემოკრატის, თავადის ალექსანდრე (საშა) წულუკიძის ბიუსტის გახსნას.
დღის ბოლოს ხონელებმა ვახტანგ წივწივაძეს უნივერსიტეტის დაარსებიდან 25, დაბადებიდან 70 წლის იუბილე მიულოცეს და საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის სახელით, ქართული კულტურის ქომაგის წოდება მიანიჭეს.
შეგახსენებთ, რომ თავადი ალექსანდრე წულუკიძე ქუთაისის გიმნაზიაში სწავლობდა. 1897-1899 წლებში იყო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი. მუშაობდა რუსეთის მეფის ე.წ ოხრანკის ბიბლიოთეკაში, სადაც უკვე ჭლექით სნეულს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაუახლოვდა იოსებ სტალინს. აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებთან. 1903 წელს ჟურნალ „კვალში“ აქვეყნებდა ნაშრომებს, სადაც უტოპიური სოციალიზმის მიმდევართ სენ სიმონს, რიკარდო სმიტს, ჟან ბატისტ ჟოზეფ ფურიეს, რობერტ ოუენს აკრიტიკებდა. საშა წულუკიძემ პირველად თარგმნა გერმანელი ფილოსოფოსის კარლ მარქსის ნაშრომი „კაპიტალი“. 1905 წლის იანვარში დააპატირმეს. იმავე წლის 21 ივნისს საშა წულიკიძე მეტეხის ციხეში გარდაიცვალა. ხონში მის დაკრძალვას ესწრებოდა პატიმრობიდან ახალგამოსული იოსებ სტალინი.
„...სიტყვას ვდებთ, დაუვიწყარო საშა, შენი ცხედრის წინაშე, ვიბრძოლოთ იმისთვის, რისთვისაც შენ იბრძოდი. გავა დრო და მოვალთ შენს საფლავზე ომგადახდილი შენი ამხანაგები და ჩამოგძახებთ: იდეამ გაიმარჯვა!“ - ამონარიდი საშა წულუკიძის დაკრძალვაზე წარმოთქმული იოსებ სტალინის სიტყვიდან.
სხვა სიახლეები
ივნისი 08, 2026
12:00 PM
CIU-ს ფუტსალის კლუბი საქართველოს ჩემპიონია
საქართველოს ფუტსალის უმთავრეს ლიგაში 2025-2026 წლების სეზონი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდის ტრიუმფით დასრულდა. პლეი-ოფის ფინალური სერიის მეოთხე შეხვედრაში CIU-მ პრინციპული მეტოქე, „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ ანგარიშით 4:2 დაამარცხა, სერიაში 3:1 გაიმარჯვა და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მესამედ მოიპოვა.
ივნისი 08, 2026
09:00 AM
სამეცნიერო სემინარი: „ენა, მედია და საზოგადოება ციფრულ ეპოქაში“
3-5 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოლონური გდანსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტი გაიმართა.
ივნისი 05, 2026
03:10 PM
WinExpo 2026
5 ივნისს ექსპო ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში ღვინისა და ალკოჰოლურული სასმელების მე-18 საერთაშორისო გამოფენა - WinExpo 2026 - გაიხსნა.













