კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს პროფესორების განაცხადების მიღებას ჩონამის ეროვნული უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში (სამხრეთ კორეა) სასწავლო კურსის ჩასატარებლად.
პროგრამის ფარგლებში მოწვეული პროფესორები წაიკითხავენ ლექციებს საზაფხულო სკოლის სტუდენტებისთვის.
პროგრამის ძირითადი ინფორმაცია:
- სწავლების პერიოდი: 2026 წლის 30 ივნისი - 24 ივლისი
- საკონკურსო ადგილი: 3
- სალექციო საათები: 45 საათი
- პროფესორი ანაზღაურება: სრული კურსი 3000 აშშ დოლარი, იმ შემთხვევაში თუ ერთ სალექციო კურსს ორი ლექტორი წაიკითხავს - თითოეულს 1500 აშშ დოლარი.
- საცხოვრებელი: უნივერსიტეტის კამპუსში (4 კვირა) ან 340 აშშ დოლარი საცხოვრებლისთვის.
- კვების ხარჯი: 340 აშშ დოლარი
- მგზავრობის ბილეთის ანაზღაურება
- სწავლებისას დამხმარე ასისტენტი
აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა 20 ნოემბერი. სააპლიკაციო დოკუმენტების (PDF ფორმატით) მიღება ხდება საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ელ.ფოსტაზე: ird@ciu.edu.ge.
სააპლიკაციო დოკუმენტები:
- რეზიუმე (CV)
- სასწავლო კურსის მიმოხილვა