• dateნოემბერი 14, 2025
    time09:00 AM

    საჯარო ლექცია - დიაბეტის პრევენცია და მართვის თანამედროვე მიდგომები

    banner

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დიაბეტის მსოფლიო დღის ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექცია, რომელიც მიეძღვნება დიაბეტის პრევენციისა და მართვის თანამედროვე მიდგომებს.

    14 ნოემბერი, 13:00 სთ. აუდიტორია 305

    მომხსენებელი: ანა ჭოხონელიძე - კავკასიის მედიცინის ცენტრის ნუტრიციოლოგიისა და მეტაბოლიზმის ცენტრის ხელმძღვანელი, ექიმი ენდოკრინოლოგი/ნუტრიციოლოგი, ასოცირებული პროფესორი.

    ღონისძიება განკუთვნილია სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, დიაბეტის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებისთვის.

    ლექციის განმავლობაში განხილული იქნება დიაბეტის განვითარების მექანიზმები, დაავადების მართვის თანამედროვე პრინციპები და პრევენციული ღონისძიებები. 

    მონაწილეებს ასევე მიეცემათ შესაძლებლობა ადგილზე გაეცნონ დიაბეტის მართვაში დანერგილი უახლესი ტექნოლოგიების პრაქტიკულ გამოყენებას.
    აღსანიშნავია, რომ 14 ნოემბერს დიაბეტის დღე მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.
     

    სხვა განცხადებები