1 დეკემბერი - 12:00; 15:00 სთ.
ფორუმი გაიმართება ონლაინ პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით, მისი მსვლელობისას კი კსუ-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ სხვადასხვა კერძო და საჯარო დაწესებულებების პრეზენტაციები, ასევე, დეტალური ინფორმაცია მიიღონ მიმდინარე/დაგეგმილი ვაკანსიების შესახებ.
ფორუმი გაიმართება ორ ნაწილად:
I ნაწილი (12:00) - ყველა ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის;
II ნაწილი (15:00) - მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
დისტანციურ ფორუმში მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSchG79Yt4TVfcycq6_tkvFNfIxlYj0dDDWrSyWtiFfPxg04Og/viewform
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ თქვენ მიერ მითითებულ ელფოსტის მისამართზე მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიმართოთ კარიერული განვითარების სამსახურს ელფოსტაზე: career@ciu.edu.ge
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება