კავკასიის საერთაშოისო უნივერსიტეტი მობილობით გადმოსულ სტუდენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის სწავლას და მათთვის ახალ ხელმისაწვდომ ფასებს.
საბაკალავრო პროგრამები
• ბიზნესის ადმინისტრირების (ტურიზმი, მენეჯმენტი, ფინანსები) - 2500 ლარი;
• სამართალმცოდნეობის - 2600 ლარი;
• ფარმაციის - 2250 ლარი;
• საერთაშორისო ურთიერთობების -2500 ლარი;
• ჟურნალისტიკის - 2500 ლარი.
ერთსაფეხურიანი პროგრამები
• მედიცინის - 2250 ლარი;
• სტომატოლოგიის - 2250 ლარი.
სამაგისტრო პროგრამები
• კერძო სამართლის - 2500 ლარი;
• სისხლის სამართლის- 2500 ლარი;
• საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის - 2500 ლარი;
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სასწავლო წლის განმავლობაში ორჯერ (ყოველი სემესტრის დაწყებამდე) აცხადებს ვაკანსიებს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების წარმატებული სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გადმოსვლა და უმაღლესი განათლების მიღება.
აკადემიური მოსწრების შედეგებით საუკეთესო სტუდენტებს დაენიშნებათ სტიპენდია.
სრული ინფორმაცია მობილობის შესახებ სტუდენტს შეუძლია მიიღოს უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტში.
1. წესი/პროცედურა
http://eqe.ge/geo/mobility/rules_procedures
2. როგორ გახდე კონკურსის მონაწილე
მობილობის უფლება რომ მოიპოვო და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი რომ გახდე, დადგენილ ვადებში უნდა გაიარო ელექტრონული რეგისტრაცია. ეწვიეთ ამ გვერდს http://students.eqe.ge/VacancyInfo მონიშნეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და დარეგისტრირდით.
3. რა საბუთები მჭირდება?
მობილობა საბაკალავრო პროგრამებზე
ჩარიცხვამდე
• ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით;
• სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;
• საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
• გამოცდების ეროვნული ცენტრის სერტიფიკატის ქსეროასლი;
• ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
• ამონაწერი კურსიდან კურსზე (სემესტრიდან მომდევნო სემესტრში) გადაყვანის ბრძანებიდან;
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• განცხადება რექტორის სახელზე.
ჩარიცხვის შემდეგ
• ატესტატის დედანი;
• გამოცდების ეროვნული ცენტრის სერტიფიკატის დედანი;
• სტუდენტის პირადი საქმე;
• მშობლიური უნივერსიტეტის ჩარიცხვისა და კურსიდან კურსზე გადაყვანის, ამორიცხვის ბრძანებების ამონაწერი;
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• 2 ცალი ფოტოსურათი 3X4;
• წვევამდელის სამხედრო სააღრიცხვო მოწმობის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისათვის);
მობილობა სამაგისტრო პროგრამებზე
ჩარიცხვამდე
• პირადობის მოწმობის ასლი
• ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან
• ბაკალავრის დიპლომის ასლი დანართით
• საერთო სამაგისტრო ეროვნული გამოცდების სერტიფიკატი საქართველოს მოქალაქეებისათვის
• მაგისტრატურაში შესწავლილ საგნებში მიღებული ნიშნების ფურცელი
• განცხადება რექტორის სახელზე
ჩარიცხვის შემდეგ
• პირადობის მოწმობის ასლი
• საერთო სამაგისტრო ეროვნული გამოცდების სერტიფიკატის დედანი
• სტუდენტის პირადი საქმე
• 2 ცალი ფოტოსურათი 3X4
• წვევამდელის სამხედრო სააღრიცხვო მოწმობის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისათვის).
4. როგორ გადავიხადო სწავლის საფასური?
მობილობის ფარგლებში უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტი ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადებში სემესტრულად იხდის დადგენილ სწავლის საფასურს.



































